“ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი” ფეხბურთში

2016 წლის 05 მარტს, ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლ”-ის ორგანიზებით და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, საფეხბურთო გუნდ „ავაზა“-ს მოედანზე გაიმართა “ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი“-ს გათამაშება ფეხბურთში. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობდა ოთხი გუნდი:
„კოდორი“, „კოდორის რეალი“, „ირაო“ და  „ავაზა“.

ტურნირის გამარჯვებული გახდა საფეხბურთო გუნდი „კოდორი“ და დაჯილდოვდა გარდამავალი თასით, ხოლო გუნდის წევრებს გადაეცათ მედლები და სიგელები.

მეორე ადგილი დაიკავა საფეხბურთო გუნდმა „ირაო“-მ და გადაეცა მეორე ადგილისთვის განკუთვნილი თასი, ხოლო გუნდის წევრებს – მედლები და სიგელები.

მესამე ადგილი დაიკავა საფეხბურთო გუნდმა „ავაზა“-მ, რომელსაც გადაეცა მესამე ადგილისთვის განკუთვნილი თასი, ხოლო გუნდის წევრებს – მედლები და სიგელები.

მეოთხე ადგილი დაიკავა საფეხბურთო გუნდმა „კოდორის რეალმა“, რომლის წევრებს გადეაცათ მეოთხე ადგილისთვის განკუთვნილი სიგელები.

 

 

 

Comments

comments