დედაენის დღის აღნიშვნა

2016 წლის 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, დედაენის ძეგლთან გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა. მათ თქვეს პატრიოტული ლექსები.

ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქრად გადაეცათ სხვადასხვა სახის წიგნები.

დედაენის დღე აღნიშნეს და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და ზემო აფხაზეთის რესურსცენტრის წარმომადგენლებმა.

ღონისძიების მონაწილეებმა დედაენის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

 

 

 

Comments

comments