ს. წინწყაროში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა

2017 წლის 08 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ს. წინწყაროში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა, ქვემო ქართლის მხარეში მცხოვრებმა მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.

ღონისძიება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

 

 

 

Comments

comments