დედაენის დღე აღინიშნა

2017 წლის 14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ქ. თბილისში დედაენის ძეგლთან ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა ბავშვებმა. ღონისძებაზე მათ თქვეს პატრიოტული ლექსები.

ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქრად გადაეცათ სხვადასხვა სახის წიგნები.

დედაენის დღე აღნიშნეს და ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლებმა.

ღონისძიების მონაწილეების მიერ დედაენის ძეგლი გვირგვინით იქნა შემკობილი.

 

 

 

Comments

comments