“ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი” ფეხბურთში

2017 წლის 20 დეკემბერს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში და ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” ორგანიზებით, გაიმართა “ზემო აფხაზეთის გარდამავალი თასი“-ს გათამაშება ფეხბურთში. აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა სპორტ-სკოლის სპორტსმენებისგან დაკომპლექტებული ოთხი გუნდი.

ტურნირის გამარჯვებული გახდა საფეხბურთო გუნდი „კოდორი 1“, რომელიც დაჯილდოვდა გარდამავალი თასით, ხოლო გუნდის წევრებს გადაეცათ მედლები და სიგელები.

ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და შესაბამისი ადგილებისთვის განკუთვნილი მედლები.

 

 

 

 

 

Comments

comments