“ეტალონი”-ს შესარჩევი ტური

2018 წლის 17 თებერვალს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №89/24) ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ეტალონი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა.

ტესტირება “ეტალონი”-ს მიერ მოწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.

ტესტირების პროცესს ორგანიზებას უწევდნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები.

შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 14 მოსწავლემ, საიდანაც ნახევარფინალში გადავიდა 12 მოსწავლე.

ნახევარფინალში გადასული 12 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს “2017-2018 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ ინტელექტ-ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიმართება.

 

 

 

 

Comments

comments