ქ. ქუთაისში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა

მიმდინარე წლის 21 აპრილს, ქ. ქუთაისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა, ქ. ქუთაისში მცხოვრებმა მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.

ღონისძიება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა(ა)იპ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრისა” და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის შესარჩევ ტურს მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

 

 

 

 

 

 

Comments

comments