ს. წინწყაროში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა

მიმდინარე წლის 22 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ს. წინწყაროში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა.

გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.

წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება.

პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

Comments

comments