კოდორის ხეობის “ეტალონი” მოსწავლე გამოვლინდა

მიმდინარე წლის 18 მარტს, “სქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი 2016”-ის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი “ორიენტირ”-ში (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №28), კოდორის ხეობის “ეტალონი” მოსწავლის გამოსავლენი კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა.

მოსწავლეთა მხრიდან მედიაპროექტ “ეტალონ”-ში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო. გამოვლინდა კოდორის ხეობის “ეტალონი” მოსწავლე, რომელიც გახდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ს. წინწყაროს №1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე – ნათია გადრანი. გამარჯვებულს გადაეცა “ეტალონი” მოსწავლის დიპლომი, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს კი – სიგელები.

ნათია გადრანი მონაწილეობას მიიღებს “2015-2016 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლ”-ის გამოსავლენ კონკურსში.

პროექტის მიმდინარეობისას, ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ შესრულებულ იქნა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

კოდორის ხეობის “ეტალონი” მოსწავლის გამოსავლენ ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლეთა მშობლები და გულშემატკივრები.

პროექტ “ეტალონი”-ს მხარდამჭერია:
• საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეტარტამენტი);
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
• თბილისის მერია და საკრებულო;
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ინტელექტუალურ კონკურსს “ეტალონი”-ს ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

 

 

 

Comments

comments