“ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური (ქ. ქუთაისი)

2016 წლის 23 აპრილს, ქ. ქუთაისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა, ქუთაისში მცხოვრებმა უმცროსკლასელმა მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.

ღონისძიება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

 

 

 

Comments

comments