აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის “ეტალონი” მოსწავლე გამოვლინდა

2019 წლის 16 თებერვალს, “სქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი 2019”-ის ფარგლებში, თბილისის N41 საჯარო სკოლაში, 2018-2019 სასწავლო წლის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის “ეტალონი” მოსწავლის გამოსავლენი კონკურსი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა მოსწავლეებმა, რომლებიც პირველი ეტაპის ტესტირების შედეგების გათვალისწინებით შეირჩნენ.

2018-2019 სასწავლო წლის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის “ეტალონი” მოსწავლის ტიტული თბილისის N171 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ – ანანო დადვანმა მოიპოვა! მეორე ადგილი თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლემ – ვასილ გაგნიაშილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი კერძო სკოლა “შოვის” მოსწავლე – მარიამ ბერაძე გახდა!

ანანო დადვანი მონაწილეობას მიიღებს “2018-2019 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ ინტელექტ-ჩემპიონატში.

ინტელექტუალურ თამაშს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, მონაწილეთა მშობლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა, 2017-2018 სასწავლო წლის “კოდორის ხეობის ეტალონ მოსწავლეს“- მარიამ ჩოფლიანს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის, ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა.

 

 

 

 

 

Comments

comments