ქ. თბილისში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა

მიმდინარე წლის 11 მაისს, ქ. თბილისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.

ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის შესარჩევ ტურს მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

 

 

 

 

Comments

comments