აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება სტაჟირებაზე

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა 2022 წლის შემოდგომის ნაკადის შიდა სტაჟირებაზე (ანაზღაურების გარეშე) აცხადებს სტაჟიორთა მიღებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური – 1 (ერთი) სტაჟიორი;
  2. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 2 (ორი) სტაჟიორი;
  3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური – 1 (ერთი) სტაჟიორი;
  4. სტაჟირების გავლის უფლება აქვთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტებს;
  5. სტაჟირების გავლის მსურველებმა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@zemoapkhazeti.ge – 21 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (იხ. ფაილი);

შენიშვნა: განცხადებაში სავალდებულოა საკონტაქტო ინფრომაციის მითითება; განცხადება უნდა იყოს ხელით შევსებული და დასკანერებული.

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე)  სამოტივაციო წერილი, არაუმეტეს 150 სიტყვისა;

განცხადებების მიღების ვადის დასრულების შემდეგ გასაუბრება მოხდება სტაჟიორთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიასთან.

საკონტაქტო პირი: 598637894

Comments

comments