ლაშქრობა რაჭაში

2016 წლის ივლისში, ქუთაისში მცხოვრები ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული  ახალგაზრდები მუნიციპალიტეტმა ორდღიან ლაშქრობაზე წაიყვანა რაჭაში (შოვი-ბარაკონი-ნიკორწმინდა-შაორი). მოსწავლე-ახალგაზრდებმა მოინახულეს და დაათვალიერეს რაჭაში მდებარე ისტორიულ-კულტურული ძეგლები. მათ შორის, ბავშვებმა შოვში დალაშქრეს ბუბას ნამონასტრალი. საღამოს გაჩაღდა კოცონი და ახალგარზდების მიერ შესრულებულ იქნა ქართული ხალხური სიმღერები.  

» სრულად წაკითხვა

დასრულდა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში

მიმდინარე წლის 14 ივნისს დასრულდა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში, რომელიც ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” ორგანიზებით და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში გაიმართა. მატჩები ჩატარდა ა(ა)იპ “ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი იმედი”-ს სტადიონზე (ქ. თბილისი, მუშტაიდის პარკი). ტურნირმა სტარტი აიღო 04 ივნისს.

» სრულად წაკითხვა

მიმდინარეობს საფეხბურთო ტურნირი

ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” ორგანიზებით და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, 04 ივნისს სტარტი აიღო აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა ფეხბურთში. მატჩები იმართება ა(ა)იპ “ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი იმედი”-ს სტადიონზე (ქ. თბილისი, მუშტაიდის პარკი). ტურნირი დასრულდება 14 ივნისს. ტურნირში

» სრულად წაკითხვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 29 მაისს, მუნიციპალიტეტმა, ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ზემო აფხაზეთიდან დევნილი უმცროსკლასელი მოსწავლეები მთაწმინდის პარკში წაიყვანა. ბავშვებს საზეიმო განწყობა შეექმნათ და სხვადასხვა სახის ატრაქციონებზე გაერთნენ. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ბავშვებს მიულოცეს და მათთან ერთად აღნიშნეს ბავშვთა დაცვის

» სრულად წაკითხვა
1 11 12 13 14 15 16