ზოგადი ინფორმაცია


აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მდებარეობს ზემო აფხაზეთში, კოდორის ხეობაში. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 2008 წლამდე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი იყო საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ერთადერთი ტერიტორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში.

ჰავა – ნოტიო, ნალექების წლიური რაოდენობა 1800 მმ-დან 2000 მმ-მდე.

 

300px-GEO-AB-AJ.svg                             220px-AB-ajara-ka_Locator_map.svg

 

ადმინისტრაციული ცენტრი – სოფ. ცენტრალური აჟარა.

• ადმინისტრაციული ერთეული – ომარიშარა-გვანდრა
სოფლები: გვანდრა, ზემო ომარიშარა, ქვემო ომარიშარა.


• ადმინისტრაციული ერთეული – გენწვიში-ხუტია
სოფლები: მარცხენა გენწვიში, მარჯვენა გენწვიში, ტვიბრაშერი, ხუტია.


• ადმინისტრაციული ერთეული – აჟარა
სოფლები: ბრამბა, ზემო აჟარა, ქვემო აჟარა, ცენტრალური აჟარა, ნაჰარი,  ხეცქვარა.


• ადმინისტრაციული ერთეული – ჩხალთა
სოფლები: აძგარა, ბუჩუყური, ბუძუგური, ზემო ზიმა, ქვემო ზიმა, მარცხენა პტიში,
მარჯვენა პტიში, ქვაფჩარა, შაფათკვარა, ჩხალთა.


• ადმინისტრაციული ერთეული – საკენი
სოფელი: საკენი.