“ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური (ქ. თბილისი)

2016 წლის 26 მარტს, საზოგადოებრივი კოლეჯი “ორიენტირ”-ში (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №28), აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა, თბილისში მცხოვრებმა უმცროსკლასელმა მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.

ღონისძიება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

 

 

 

Comments

comments