ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში და ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” ორგანიზებით, ჩატარდა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტ-სკოლის აღსაზრდელებმა. სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ საპრიზო ადგილებისთვის განკუთვნილი მედლებითა და სიგელებით.

ასევე, ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები და შესაბამისი ადგილებისთვის განკუთვნილი მედლები.

 

 

 

 

Comments

comments