დასრულდა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში

მიმდინარე წლის 14 ივნისს დასრულდა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში, რომელიც ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” ორგანიზებით და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში გაიმართა.

მატჩები ჩატარდა ა(ა)იპ “ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი იმედი”-ს სტადიონზე (ქ. თბილისი, მუშტაიდის პარკი).

ტურნირმა სტარტი აიღო 04 ივნისს. გამარჯვებული გახდა გუნდი “იმედი – 2”. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა “ვერა”-მ. ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” საფეხბურთო გუნდი – “კოდორი” კი მესამე ადგილზე გავიდა. პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ თასებით.

აღნიშნული საფეხბურთო ტურნირის მიზანი იყო აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფა, მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაცია.

 

 

 

Comments

comments