“ეტალონი”-ს შესარჩევი ტური
2017 წლის 11 თებერვალს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №89/24) “ეტალონი”-ს შესარჩევი ტური (I საფეხურის ტესტირება) გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა.
ტესტირება “ეტალონი”-ს მიერ მოწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.
ტესტირების პროცესს აკვირდებოდნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის, ა(ა)იპ “აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრი”-ს და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები.
შესარჩევ ტურში მონაწილეობა მიიღო 17 მოსწავლემ, საიდანაც ნახევარფინალში გადავიდა 10 მოსწავლე.
ნახევარფინალში გადასული 10 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს “2016-2017 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ ინტელექტ-ჩემპიონატში, რომელიც გაიმართება 2017 წლის 18 თებერვალს, საზოგადოებრივი კოლეჯ “ორიენტირ”-ში (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №26).