კოდორის ხეობის “ეტალონი” მოსწავლე გამოვლინდა

2017 წლის 18 თებერვალს, “სქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი 2017”-ის ფარგლებში, საზოგადოებრივ კოლეჯ “ორიენტირში” (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №26), “2016-2017 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენი კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა. აღნიშნული ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეები შესარჩევ ტურში დაგროვებული ქულების შედეგად შეირჩნენ.

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. “2016-2017 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” ტიტულს თბილისის №54 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლერი პირველი დაეუფლა. გამარჯვებულს გადაეცა “ეტალონი” მოსწავლის დიპლომი, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს კი – სიგელები.

ლერი პირველი მონაწილეობას მიიღებს “2016-2017 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ ინტელექტ-ჩემპიონატში.

ღონისძიების მიმდინარეობისას, ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ შესრულებულ იქნა მუსიკალური ნომრები.

“2016-2017 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ ინტელექტუალურ თამაშს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ა(ა)იპ “აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრი”-ს და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები და მონაწილეთა გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

ინტელექტ-ჩემპიონატს “ეტალონი”-ს ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.

 

 

 

Comments

comments