ქ. ქუთაისში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა
2017 წლის 18 მარტს, ქ. ქუთაისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა, ქ. ქუთაისში მცხოვრებმა მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.
ღონისძიება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.