“ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა
2017 წლის 20 მაისს, საზოგადოებრივ კოლეჯ “ორიენტირ”-ში (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №28), აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა. ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ს. წინწყაროში ჩატარებულ შესარჩევ ტურებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ხუთეულში მოხვდნენ.
“ერუდიტი”-ს გამარჯვებული გახდა მე-7 კლასის მოსწავლე – ლუკა ჯაჭვლიანი. II და III ადგილები შესაბამისად დაიკავეს ვალერი ფანგანმა და თორნიკე დევდარიანმა. ფინალურ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე მუნიციპალიტეტის მიერ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.
ასევე, საჩუქარი გადაეცა “2016-2017 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონ მოსწავლეს” – ლერი პირველს.
ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალური ტური აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.