“კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლე” გამოვლინდა
2018 წლის 24 თებერვალს, “სქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი 2018”-ის ფარგლებში, კერძო სკოლა „ივერიაში”, “2017-2018 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენი კონკურსი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობდა 12 მოსწავლე, რომლებიც შესარჩევ ტურში დაგროვებული ქულების შედეგად შეირჩნენ.
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. “2017-2018 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” ტიტულს თბილისის №18 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე – მარიამ ჩოფლიანი დაეუფლა. მეორე ადგილზე კი – თბილისის №41 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე – ანა გუჯეჯიანი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი – თბილისის №171 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ – ანანო დადვანმა დაიკავა.
მარიამ ჩოფლიანი მონაწილეობას მიიღებს “2017-2018 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ ინტელექტ-ჩემპიონატში.
“2017-2018 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ ინტელექტუალურ თამაშს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის, ა(ა)იპ “აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრი”-ს და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები, მონაწილეთა მშობლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა, “2016-2017 სასწავლო წლის კოდორის ხეობის ეტალონ მოსწავლეს“- ლერი პირველს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის, ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი გადასცა.