ქ. თბილისში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა
მიმდინარე წლის 05 მაისს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №89/24), ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა, ქ. თბილისში მცხოვრებმა მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.
ღონისძიება, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა(ა)იპ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრისა” და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის შესარჩევ ტურს მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.
უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.