აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება
ძვირფასო თანამოქალაქენო!
საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 08 ივლისის №385 ბრძანების „დანართი №4“-ის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია) შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2018 წლის 1 მარტიდან დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მომზადების პირველი ეტაპი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 85-ე მუხლის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, 2019 წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინებისა და დაგეგმვის პროცესში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა იწყებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან.
ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად და 2019 წლის ბიუჯეტით განსახორციელებელი პროგრამების მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგების მიზნით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომლის გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებისთვის მოხდება:
- ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის კომპაქტურად ჩასახლებული ადგილების მიხედვით;
- აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. №89/24 (მე-9 სართული);
- ელექტრონულად (კითხვარის შესავსებად დააჭირეთ აქ ან მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/forms/oOYz80kOSVrAbO4g1).
გთხოვთ, იაქტიუროთ, გაეცნოთ და შეავსოთ კითხვარი და ასე მიიღოთ მონაწილეობა 2019 წლის ბიუჯეტის პროგრამების შემუშავებისა და დაგეგმვის პროცესში, რათა მასში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში, მაქსიმალურად იყოს გათვალისწიებული და ასახული თქვენთვის პრიორიტეტული საკითხები.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა