“ეტალონი”-ს ფინალი

26 ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საქართველოს ეროვნული ინტელექ-ჩემპიონატის – „ეტალონის“ ფინალი გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონი მოსწავლე“ – მარიამ ჩოფლიანი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები.

2017-2018 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“ თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.

 

 

 

 

Comments

comments