“ეტალონი”-ს პირველი ეტაპის ტესტირება ჩატარდა

2019 წლის 09 თებერვალს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №89/24) ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ეტალონი”-ს შესარჩევი ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზემო აფხაზეთიდან დევნილმა მე-8 – მე-11 კლასის მოსწავლეებმა.

ტესტირება “ეტალონი”-ს მიერ მოწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

ტესტირებას ორგანიზებას უწევდნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები. ტესტირების პროცესს აკვირდებოდა “ეტალონი”-ს წარმომადგენელი.

პირველი ეტაპის ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, ნახევარფინალში გადასული მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ 2018-2019 სასწავლო წლის აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის “ეტალონი” მოსწავლის გამოსავლენ ინტელექტ-ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე წლის 16 თებერვალს გაიმართება.

 

 

 

 

 

Comments

comments