“ერუდიტი”-ს ფინალი

მიმდინარე წლის 25 მაისს, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა. ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ს. წინწყაროში ჩატარებულ შესარჩევ ტურებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ხუთეულში მოხვდნენ.

2019 წლის “ერუდიტი”-ს გამარჯვებული ლიზი გერლიანი გახდა.

ფინალურ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე მუნიციპალიტეტის მიერ ფასიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდა.

ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ ფასიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა 2018-2019 სასწავლო წლის კოდორის ხეობის “ეტალონ მოსწავლეს” – ანანო დადვანს..

“ერუდიტი”-ს ფინალური ტური, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

 

 

 

 

 

 

Comments

comments