აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს შიდა კონკურსს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – კერძოდ შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ დაწესებულებაში დასაქმებულ  იმ პირებს, რომლებიც ასრულებენ ფუნქციურად ისეთ კომპეტენციებს, რაც უტოლდება შესყიდვების სპეციალისტის ფუნქციურ კომპეტენციას.

დაინტერესებულმა საჯარო მოხელეებმა,  მიმდინარე წლის 25 თებერვლის ჩათვლით  განცხადება უნდა წარმოადგინონ ადმინისტრაციულ სამსახურში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №89/24, მე-9 სართული), მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე.

Comments

comments