“ერუდიტი”-ს ფინალი ჩატარდა

მიმდინარე წლის 03 ივნისს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა.

ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ს. წინწყაროში ჩატარებულ შესარჩევ ტურებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ხუთეულში გავიდნენ.

2023 წლის “ერუდიტი”-ს გამარჯვებული გახდა VI კლასის მოსწავლე – მარიამ არღვლიანი, რომელიც თბილისში ჩატარებული შესარჩევი ტურის ხუთ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს შორის იყო.

ფინალურ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე მუნიციპალიტეტის მიერ სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდა.

უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

Comments

comments