ქ. თბილისსა და ქ. ქუთაისში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა
მიმდინარე წლის 27 აპრილს, ქალაქ თბილისში, ხოლო 11 მაისს ქალაქ ქუთაისში აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა.
გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.
წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება.
პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.