“ერუდიტი”-ს ფინალი ჩატარდა

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, 2025 წლის 3 მაისს თბილისში, 17 მაისს ქვემო ქართლში ხოლო  24 მაისს ქუთაისში ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტურები. 31 მაისს კი გაიმართა  ფინალი..

ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ს. წინწყაროში ჩატარებულ შესარჩევ ტურებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ხუთეულში გავიდნენ.

2025 წლის “ერუდიტი”-ს გამარჯვებული გახდა ნატალი არღვლიანი, რომელიც თბილისში ჩატარებული შესარჩევი ტურის ხუთ საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს შორის იყო.

ფინალურ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე მუნიციპალიტეტის მიერ სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდა. უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

Comments

comments