ქ. ქუთაისში “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა
მიმდინარე წლის 25 აპრილს ქ. ქუთაისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.
წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება.
პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.
პროექტი, წლებია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ჩართულობით ხორციელდება, რისთვისაც მადლობას ვუხდით სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ნათია კოპალიანს.












