ქ. თბილისში“ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა

მიმდინარე წლის 2 მაისს ქ. თბილისში, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს შესარჩევი ტური ჩატარდა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე-5 – მე-7 კლასის მოსწავლეებმა. გამოვლინდა ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ “ერუდიტი”-ს ფინალურ ტურში.

წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება.

პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება

Comments

comments