“ეტალონი 2016”-ის ფინალი
მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში, “სქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი 2016”-ის ფინალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 2016 წლის 18 მარტს გამართულ, კოდორის ხეობის “ეტალონი მოსწავლის” გამოსავლენ კონკურსში გამარჯვებულმა მოსწავლემ – ნათია გადრანმა. “ეტალონი 2016”-ის ფინალში ყველა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის “ეტალონი მოსწავლე” იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და კოდორის ხეობის “ეტალონი მოსწავლის”, ნათია გადრანის ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივრები.
ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და მონაწილეთა გულშემატკივრები.
საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული და “ეტალონი მოსწავლის” ტიტულის მფლობელი, ბათუმის კერძო სკოლა “ნიკე”-ს მე-11 კლასის მოსწავლე, ანრი ფაღავა გახდა.