“ერუდიტი”-ს ფინალი

2016 წლის 28 მაისს, საზოგადოებრივი კოლეჯი “ორიენტირ”-ში (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №28), აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალური ტური გაიმართა. ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ს. წინწყაროში ჩატარებულ შესარჩევ ტურებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ხუთეულში მოხვდნენ.

I, II და III ადგილები შესაბამისად დაიკავეს მარეხ დევდარიანმა, ანანო დადვანმა და მარიამ გუჯეჯიანმა. ფინალურ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე მუნიციპალიტეტის მიერ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სპარტაკ გურჩიანმა და გამგებელმა – ლაშა მარგიანმა.

საჩუქარი აგრეთვე გადაეცა “კოდორის ხეობის ეტალონი მოსწავლ”-ის გამოსავლენ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეს  – ნათია გადრანს.

ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალური ტური, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლების ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

Comments

comments