ზემო აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები საცირკო წარმოდგენას დაესწრნენ
მიმდინარე წლის 09 აპრილს, მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, ზემო აფხაზეთიდან დევნილი სხვადასხვა ასაკის 150 ბავშვი თბილისის ცირკში წაიყვანა, სადაც ისინი დაესწრნენ საცირკო წარმოდგენას – “გეპარდების სამეფო”.
ზემოაღნიშნული საცირკო წარმოდგენის ჩვენება თბილისის ცირკში 02 აპრილიდან დაიწყო.
საცირკო ნომრებში მონაწილეობდნენ აკრობატები, ჟონგლიორები, საჰაერო გიმნასტები, ილუზიონისტები და გაწვრთნილი ცხოველები, მათ შორის: გეპარდები, კენგურუ, თეთრი კანადური მგლები და ძაღლები.