მიმდინარეობს საფეხბურთო ტურნირი
ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” ორგანიზებით და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, 04 ივნისს სტარტი აიღო აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა ფეხბურთში. მატჩები იმართება ა(ა)იპ “ქ. თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი იმედი”-ს სტადიონზე (ქ. თბილისი, მუშტაიდის პარკი). ტურნირი დასრულდება 14 ივნისს.
ტურნირში მონაწილეობას იღებს რვა გუნდი, მათ შორის ა(ა)იპ “აჟარის სპორტ-სკოლის” საფეხბურთო გუნდი – “კოდორი”. I, II და III მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებით.
ტურნირის მიზანია აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სახელის უკვდავყოფა, მოსწავლე-ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ფეხბურთის პოპულარიზაცია.