ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა

2018 წლის 19 მაისს, საზოგადოებრივ კოლეჯ “ორიენტირში” (ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №28), ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტ “ერუდიტი”-ს ფინალი გაიმართა. ფინალში მონაწილეობა მიიღეს იმ მოსწავლეებმა, რომლებმაც ქ. თბილისში, ქ. ქუთაისსა და ს. წინწყაროში ჩატარებულ შესარჩევ ტურებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და ხუთეულში მოხვდნენ.

ფინალურ ტურში მონაწილე ყველა მოსწავლე მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ საჩუქარი გადაეცა 2017-2018 სასწავლო წლის კოდორის ხეობის “ეტალონ მოსწავლეს” – მარიამ ჩოფლიანს.

“ერუდიტი”-ს ფინალური ტური, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, ა(ა)იპ „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის აჟარის კულტურის ცენტრისა” და ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას მონაწილეთა ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

უკვე წლებია, რაც ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი “ერუდიტი” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ტარდება. პროექტის მიზანია ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლება, მათი მოტივირება და სწავლა-განათლებით დაინტერესება.

 

 

 

 

Comments

comments